Huawei-google-Banned

Huawei შარშია

გასულ ხუთშაბათს ამერიკის მთავრობის გადაწყვეტილებით სავაჭრო ნიშანი Huawei შავ სიას დაემატა.

გუგლმა შეწყვიტა პარტნიორობა ჩინურ გიგანტ ჰუავეისთან, რაც გულისხმობს აპარატურის ტექნიკურ მომსახურებას და პროგრამულ უზრუნველყოფას. ეს შეზღუდვა არ ეხება უკვე არსებულ მოწყობილობებს. თუმცა ტექნიკური განახლება არსებულ მოწყობილობებზეც მაქსიმალურად შეიზღუდება.

huawei-ban

Google აღარ მისცემს Huavei-ს ტექნიკურ ლიცენზიას Android-ზე

რას ნიშნავს ეს?

ყველა ვინც ფლობს Huawei-ს მოწყობილობებს, რომლებიც მუშაობს Google-ს ოპერაციულ სისტემებზე, მიიღებენ მხოლოდ იმ განახლებებს რომლებიც აქამდე იყო დაგეგმილი და შეთანხმებული. თუმცა სამომავლოდ ეს პროდუქტი თუ მომსახურება მათთვის აღარ იქნება ხელმისაწვდომი. მაგალითად: Huawei-ს ტელეფონები აღარ მიიღებენ ანდროიდის და მასზე მომუშავე აპლიკაციების განახლებასა თუ ლიცენზიას.

Huawei ლიდერია სმარტფონების წარმოების რაოდენობით მსოფლიოში. Android სისტემაზე თავისუფალი წვდომის დაკარგვამ კი შესაძლებელია საფრთხე შეუქმნას კომპანიის მომავალს. ეს მოვლენა ასევე პრობლემებს შეუქმნის კომპანიას ამერიკულ და მსოფლიოს სხვა ბაზარზეც. თუმცა როგორც ჰუავეიში აცხადებენ, ამ ცვლილებისთვის მზად არიან. აქვე აღვნიშნოთ რომ Google-ს ძალიან ბევრი პროდუქტი თუ აპლიკაცია ჩინეთში აქამდეც დაბლოკილი იყო.

ჰუავეის პრობლემა ამით არ სრულდება

შეზღუდვების ჯაჭვი გრძელდება. ჰუავეიმ ასევე შესაძლოა დაკარგოს წვდომა ჩიპების და პროცესორების მწარმოებელი კომპანიების ლიცენზიებზეც.

შესაძლოა კომპანიებმა Intel, Qualcomm, Xilinx და Broadcom უარი თქვან ჰუავეისთან თანამშრომლობაზე და შეზღუდონ მათი პროდუქციის გაყიდვა კომპანიაზე.

როგორც ჩინური გიგანტის წარმომადგენლები აცხადებენ ისინი მზად არიან ამ ცვლილებისთვის და გამოიყენებენ თავიან ოპერაციულ სისტემას.