ხშირად დასმული კითხვები

1
რა დრო სჭირდება საიტის დამზადებას?

ვებ გვერდის დამზადების ვადები დამოკიდებულია მის სპეციფიკაზე. დამკვეთის მიერ მასალის მოწოდებიდან და დიზაინზე შეთანხმებიდან იწყება მისი ათვლა.

საორიენტაციო ვადები:

    ბლოგი: 2-4 სამუშაო დღე
    პორტფოლიო: 6-9 სამუშაო დღე
    ინტერნეტ მაღაზია: 15-30 სამუშაო დღე

მოცემული ვადები პირობითია და შეიძლება შეიცვალოს ტექნიკური დავალებიდან გამომდინარე.
2
საიტი გამეთიშა, როგორ მოვიქცე?

საიტის გათიშვის რამდენიმე მიზეზი არსებობს:

    დომეინის ან ჰოსტინგ მომსახურების დავალიანება
    ფაილების დაზიანება
    სერვერზე არსებული ხარვეზი

პირველ შემთხვევაში თქვენ უნდა დაფაროთ დავალიანება, დანარჩენ შემთხვევაში უნდა მიმართოთ თქვენს ჰოსტინგ პროვაიდერს. იმ შემთხვევაში თუ მაინც ვერ მოხერხდა საიტის ფუნქციონალის აღდგენა უნდა გამოიყენოთ სარეზერვო ფაილები. ჩვენ ვინახავთ თქვენს სარეზერვო ფაილებს იმ მდგომარეობით რა მდგომარეობაშიც ჩაგბარდათ საიტი. ჩვენ ასევე გთავაზობთ ფასიან ტექნიკურ მომსახურებას, რაც უზრუნველყოფს თქვენი ვებგვერდის შეუფერხებლად მუშაობას.

3
შემიძლია თუ არა ჩემით ვმართო საიტი?
ჩვენთან დამზადებულ ყველა ვებგვერდს აქვს მართვის პანელი. ჩვენ ვცდილობთ მაქსიმალურად მოსახერხებელი და მარტივი გავხადოთ საიტის შემდგომი მართვა მომხმარებლისთვის. ასევე ჩვენ ვატარებთ მოკლე ტრენინგს სადაც შეგასწავლით თქვენი პროდუქტის მართვის სპეციფიკებს.
4
შემიძლია საიტზე ცვლილებების გაკეთება?
სამართავი პანელის დახმარებით შესაძლებელია საიტზე კონტენტის მართვა და მასში ცვლილებებლის შეტანა. არსებობს რედაქტირების სხვა გზა რომელიც უშუალოდ ძრავის ფაილებს ეხება. ჩვენ ვრეკომენდირებტ, მსგავსი ოპერაციები შეასრულოს მხოლოდ კომპეტენტურმა პირმა, უარყოფითი შედეგების თავიდან ასარიდებლად.

გვკითხეთ

გაქვთ კითხვები? ჩვენ გვაქვს პასუხები!

გამოგვიგზავნეთ თქვენთვის საინტერესო და საჭირო კითხვები, ჩვენ გიპასუხებთ.

 

კონტაქტის ფორმა



გთხოვთ წერილში დეტალურად მიუთითოთ თქვენი კითხა თუ მოთხოვნა. ასევე, გთხოვთ სწორად შეავსოთ საკონტაქტო ინფორმაცია (ტელეფონი; ელ-ფოსტა.).