yalbi-laiqebi

ყალბი ლაიქები გაქრება – Facebook ის ახალი პოლიტიკა

Facebook-ზე  თქვენს ბიზნეს გვერდებს ყალბი ლაიქები აკლდება. დიახ Facebook-მა სპეცოფერაცია კოდური სახელწოდებით “განლაიქება” ჯერ კარგად დაგეგმა და ახლა სისრულეში მოყავს.

Facebook Deleted Fake Account

მსოფლიო მასშტაბით ყველაზე დიდი დანაკარგი TEXAS HOLDEM POKER-მა განიცადა და მან 96 ათასი ლაიქერი დაკარგა,  ამავე სიაში არიან Rihanna, შაკირა, Lady Gaga  და ა.შ

როგორც ცნობილია “განლაიქების” ოპერაცია Facebook-ზე შექმნილი ახალი “უსაფრთხოების” სისტემის მიერ ხორციელდება თუმცა ალბათ არავის ქონდა ილუზია, რომ მას ადამიანები საკუთარი ხელით გააკეთებდნენ, როგორც ცნობილია ამ გზით Facebook საეჭვო აპლიკაციებით მომატებულ ლაიქებს “განალაიქებს”.

საინტერესოა რამდენად “მტკივნეული” იქნება ეს ყველაფერი საქართველოში არსებული გვერდებისათვის, ალბათ გახსოვთ, რომ ჩვენთან ლაიქთა უმეტესობა სწორედ მსგავსი თამაშ/აპლიკაციებითაა მომატებული, ახლა კი მხოლოდ იმაზე უნდა ვიფიქროთ რას ჩათვლის Facebook-ი ყალბად და რას რეალურად.  გთავაზობთ Leavingstone-ის მონაცემებს, რომელიც აუცილებლად შეიცვლება ეტაპობრივად.

yalbi-laiqebis-statistika
გაუქმებული ყალბი ლაიქების სტატისტიკა

ასევე იხილეთ: სოციალური ქსელი Google+ დაიხურა