კომენტარები – როგორ ვაქციოთ კომენტარი სტატიის ნაწილად

კომენტარები

ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და მარტივი ლინკ ბილდინგის სტრატეგია, კომენტარებია.

რატომ?

კომენტარებს ბევრი ფილოსოფია არ ჭირდება და ერთადერთი რაც გვევალება, რელევანტური საიტის პოვნაა, სადაც ლინკის დატოვება შეიძლება.

თუმცა, უმრავლესობა ამ სტრატეგიას არასწორად იყენებს, რადგან ვერ აცნობიერებს რამხელა ძალა აქვს კომენტარებს, თუ სწორად გამოვიყენებთ.

რას ნიშნავს სწორად გამოყენება

მარკეტერები მიზნად იმას ისახავენ, რომ როგორმე “approved” კომენტარი გამოაჩინონ სხვის საიტზე, რაც ცუდი მიდგომაა.

ჩვენი კომენტარის მიზანი ის უნდა იყოს, რომ ავტორმა სტატია დაარედაქტიროს და ჩვენ მიერ შეთავაზებული ცვლილება ლინკთან ერთად შეიტანოს.

კარგად ჟღერს, არა?

მინიმალური შრომის სანაცვლოდ ვიღებთ ხარისხიან ბექლინკს.

მაგრამ საქმე ასე მარტივად არ არის.

ჩვენ გვჭირდება კონკრეტული წერის სტრატეგია, რომელიც გარანტირებულ შედეგს მოგვიტანს.

კომენტარების პრინციპი

მომრავლებულმა სპამმა და სოციალური ქსელის ფეხის მოკიდებამ, ბლოგზე კომენტარების მნიშვნელობა საგრძნობლად შეცვალა/დაასუსტა.

სამწუხაროდ, ბლოგერებისთვის ეს ძალიან ცუდი საიხლე იყო, რადგან წერისას ხშირად უშვებენ გრამატიკულ შეცდომებს, ავიწყდებათ მნიშვნელოვანი ასპექტების განხილვა და ა.შ

კომენტარები კი, იდეალური ადგილია, სადაც მკითხველი შეძლებდა შეცდომისა და განსახილველი საკითხის გამოაშკარავებას.

არასდროს გიფიქრიათ ამაზე, თუ რამდენი ბლოგერის ოცნებაა, რომ ვინმე სტატიის დახვეწასა და გასწორებაში დაეხმაროს?

მგონი, უკვე ხვდებით ამ სტრატეგიის პრინციპს, მაგრამ მოდი უფრო დეტალურად განვიხილოთ.

იდეალური კომენტარის მაგალითი

იმისათვის რომ ზუსტად გაჩვენოთ, როგორ უნდა გამოიყურებოდეს იდეალური კომენტარი, გამოვიყენებთ რამდენიმე დღის წინ შექმნილ ვებ 2.0-ს.

 

  1. კომენტარის ავტორი პირდაპირ მოგვამრთავს (სახელით), რაც იმის ნიშანია, რომ საიტის ხშირი მკითხველია.
  2. ძალიან კარგია, რომ ლინკს თავიდანვე გვაჩვენებს
  3. შემდეგ ხსნის, რატომ იქნება კარგი სმარტ სეოზე ამ ინფორმაციის განთავსება
  4. ამბობს, რომ საიტის ერთგული მკითხველია და ზრუნავს მის მომავალზე
  5. საკუთარი სახელის დამატებით კი, წერილს უფრო პერსონალურს ხდის

რა უნდა გავითვალისწინოთ როცა კომენტარს ვტოვებთ?

ანუ, რა უნდა გავითვალისწინოთ, როცა კომენტარების სტრატეგიას ვამატებთ ლინკ ბილდინგს?

კომენტარს წიგნად ნუ აქცევ

ძალიან გრძელი კომენტარი შეიძლება იყოს წარმატებული. მაგალითად, როცა სტატია ისე მოგეწონა, რომ ავტორს გინდა შენი, არგუმენტებით გამყარებული, მოსაზრება შესთავაზო.

თუმცა, არ მგონია, რომ ბლოგერები ამას ხშირად აკეთებენ. ამიტომ, უმჯობესია, რომ სათქმელი რაც შეიცლება მოკლედ გადმოვცეთ.

უბრალოდ, მიეცი ლინკი და უთხარი რატომ, რისთვის უნდა გამოიყენოს.

მთავარ საკითხს არ აცდე

ყველაზე დიდი შეცდომა ის არის, რომ სტატიაზე ზოგადი კომენტარი დავტოვოთ. ეს იმისკენ მიუთითებს, რომ კომენტარის ავტორს სტატია არ წაუკითხია და მისი მიზანი უბრალოდ ლინკის მოპოვებაა.

მნიშვნელოვანია, რომ სტატიას დრო დაუთმოთ, წაიკითხოთ, გაიგოთ რა არის ავტორის სათქმელი და შემდეგ, პატარა მონაკვეთი აირჩიოთ ფოკუსად და მასზე ისაუბროთ.

დეტალებზე გაამახვილე ყურადღება

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ზოგადი კომენტარის დაწერა არანაირ შედეგს მოგვიტანს.

აირჩიეთ სტატიის კონკრეტული ნაწილი და ისაუბრეთ არგუმენტირებულად, წარმოადგინეთ ხარისხიანი რესურსები, რომელთაგან ერთ-ერთი თქვენი საიტი იქნება.

გამოაქვეყნეთ კომენტარი, რომლის დაიგნორებაც შეუძლებელი იქნება.

აღნიშნე სტატიის ხარისხი

უთხარი სტატიის ავტორს, რომ მისი სტატია უმაღლესი ხარისხის არის და ძალიან მოგეწონათ.

ცუდი სტრატეგია იქნება, თუ იტყვით “შენი სტატია არ ვარგა”, “ესეთი საზიზღრობა, როგორ დაწერე”, “ამის დაწერას რა უნდა, რამე ხარისხიანი დადეთ”.

უმჯობესია ასე, “თქვენი სტატია ძალიან მომეწონა და ვფიქრობ, მომხმარებელს ძალიან გამოადგება. კიდევ უფრო კარგი იქნება, თუ ამ რესურსებს გაითვალისწინებთ და სტატიაში ჩაამატებთ”.

უთხარი რომ ეთანხმები

ავტორს უთხარი, რომ “ეთანხმები, მაგრამ..”. არავის მოსწონს, როცა სტატიის ბოლოს ეუბნებიან “შენი სტატია არ მომეწონა, სხვაგან უკეთესად წერია”.

ძალიან ბევრი ავტორი ბრაზდება, როცა მის მოსაზრებას ეწინააღმდეგებიან, ამიტომ ჯობია ნეგატივს თავი დავანებოთ და მათ ტერიტორიაზე, მათი წესებით ვითამაშოთ.

იმოქმედე ფრთხილად და იყავი თავაზიანი. დაწვრილებით აუხსენი ავტორს რატომ იქნება მომგებიანი შენი რჩევის გათვალისწინება.

ზოგადად, ბლოგერებს დრო არ აქვთ, რომ სხვისი სტატიები დეტალურად შეისწავლონ, ამიტომ სავსებით რეალურია რაიმე გამორჩეთ ან ცუდად ქონდეთ ახსნილი.

გამოიყენეთ შანსი და გაიუმჯობესეთ პოზიციები.