ეფექტური კონტენტის ხუთი თვისება

როცა საქმე კონტენტ მარკეტინგს ეხება, პირველი რჩევა და წესი, რომელიც მომხმარებლამდე მინდა მივიტანო არის:

არ გამოაქვეყნო უხარისხო კონტენტი

თუმცა, რა თქმა უნდა, ამ სიტყვების ჰაერზე წერა არ არის საკმარისი, რომ მომხარებელს ეს იდეა ტვინში ჩაუბეჭდო.

ამას ცოტა მეტი განმარტება ჭირდება, რომ მომხმარებელმა საფუძვლიანად გაიაზროს “არ გამოაქვეყნო ცუდი კონტენტის” აზრი.

რა მისცემს დამწყებ კონტენტ მარკეტერებს სწორ საფუძველს? რა შეიძლება დაეხმაროს ვეტერან კონტენტ მარკეტერებს, რომლებიც წარმატებას ვერ აღწევენ?

არსებობს თუ არა რაიმე სისტემა, რომელიც ამ ადამიანებს სწორ გზაზე დააყენებს?

რა ხდის ზოგ კონტენტს წარმატებულს?

ეფექტური კონტენტის 5 საოცარი თვისება

განვმარტოთ სისტემა, რომელიც ნებისმიერ მარკეტერს სწორ გზაზე დააყენებს:

სისტემა: ცოდნა + პიროვნული თვისებები = ეფექტურ კონტენტს

1. ეფექტური კონტენტი მომხარებელს საჭირო ინფორმაციას აწვდის

ეფექტური კონტენტის მთავარი წესი:

არ გაყიდო, ასწავლე

კონტენტი, რომელიც ბუნებრივად იყიდება (არ აქვს მნიშვნელობა, აფილიეტ მარკეტინგით ხარ დაკავებული თუ პრემიუმ კონტენტის ბიზნესში ხარ), არის ის კონტენტი, რომელიც საკუთარ სარგებლიანობას ამტკიცებს.

ეფექტური კონტენტი მომხმარებელს იმ საკითხზე აწვდის ინფორმაციას, რომლის შესახებაც მათ ინფორმაციის მიღება სურთ.

ეს შეიძლება იყოს ფიტნესის რჩევები, პროდუქტის განხილვები ან კარიერული რჩევები.

არ აქვს კითხვას მნიშვნელობა. მთავარი ის არის, რომ კონტენტი ნათლად პასუხობდეს დასმულ შეკითხვას.

2. ეფექტურ კონტენტს პიროვნული თვისებები აქვს

მიზნად დაისახე ისეთი კონტენტის გამოქვეყნება, რომელსაც პიროვნული თვისებები აქვს, მკითხველზე მორგებულია და მომხმარებელს ერთდროულად ართობს და ცოდნას მატებს.

კონტენტის გაცოცხლება საკმაოდ რთული საკითხია, თუმცა ძალიან მომგებიანია, როგორც პროფესიური ასევე პიროვნული კუთხით.

3. ეფექტურ კონტეტნს საინტერესო სათაური აქვს

გაკვეთილი #1:

თუ ხარისხიანი კონტენტის გამოქვეყნებას აპირებ და მის შექმნაში დიდ დროს ხარჯავ, გთხოვ, არ დამარხო მისი პოტენციალი ცუდი სათაურით

კარგი სათაური ზრდის მომხმარებლის ჩართულობას, მოიზიდავს მეტ ლინკებსსოციალურ გაზიარებებს, მკითხველსა და კლიენტს.

დაუთმე დრო ეფექტური სათაურების შექმნას. ვერ წარმოიდგენ, რამდენად ეფექტურია.

4. ეფექტური კონტენტი სეოს არასდროს აიგნორებს

კონტენტი, რომელიც საჭირო ინფორმაციითაა სავსე და მომხმარებელზეა მორგებული, აუცილებლად უნდა იყოს სეო ოპტიმიზრებული.

კონტენტის #1 პრიორიტეტი ერთდროულად, ადამიანი და საძიებო სისტემებია.

5. ეფექტური კონტენტი პირველ ადგილზე ყოველთვის მკითხველს აყენებს

კონტენტ მარკეტინგის ყველა წესი მოდის ერთისგან:

პირველ ადგილზე ყოველთვის მკითხველი დააყენე

ეს წინადადება არასწორად არ გაიგოთ.

ეს არ ნიშნავს, რომ თქვენს ბიზნესსა და კონტენტს მიზნები არ ქონდეს. კონტენტი, რომელიც საკუთარი მიზნების გარდა, მომხმარებლის დაკმაყოფილებაზეც არის ორიენტირებული, ბევრად უკეთეს შედეგებს მიიღებს.